ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და
საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში
"ეთნოკულტურული მრავალფეროვნება და ინტერკულტურული კომუნიკაცია საქართველოში"
მონაწილეობის მისაღებად
24-26 ოქტომბერი 2019, თბილისი
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენელ საქართველოს მკვლევართა შეკრება მრავალფეროვნებისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის საკითხებზე მსჯელობისთვის. საქართველოში არსებული ჰუმანიტარული და სოციალური კვლევები მნიშვნელოვან მასალას იძლევა განზოგადებისათვის. ინტერკულტურული კომუნიკაციის საკითხი თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების (გლობალიზაცია, მიგრაციები, კონფლიქტები) გამო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. საქართველო ისტორიულად გამორჩეული ქვეყანაა თავისი მრავლაფეროვნებით, რამაც განაპირობა მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციული სისტემებისა და ჯგუფთაშორისი საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბება; განსაკუთრებული ეთნოგრაფიული რეალიებისა და ქცევის მოდელების განვითარება. აქ მულტიკულტურულ გარემოში უძველესი დროიდან უწყვეტი იყო ურთიერთობა განსხვავებული ეთნოკულტურული, რელიგიური თუ ლინგვისტური ჯგუფების წარმომადგენელთა შორის. უწყვეტი პროცესი იყო კულტურათაშორისი ურთიერთობები, მთელ რიგ რეალიათა გაცვლა და გაზიარება. დროთა ვითარებაში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციეტალური სიტუაციის ცვლილება იწვევდა საქართველოს ეთნო-კულტურული რუკის ცვლილებებს, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენდა ინტერკულტურულ კომუნიკაციაზე. ამ საკითხების კვლევა და დისკუსია სასარგებლო იქნება თანამედროვე გამოწვევების ანალიზისთვის. კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს კულტურისა და ყოფის მკვლევარებს მიეცემათ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ კონკრეტული კვლევების შედეგები.
კონფერენცია იქნება სამდღიანი. პირველი დღის პირველი ნახევარი დაეთმობა პლენარულ სხდომას, რის შემდეგაც იმუშავებს შემდეგი თემატური სექციები:
- ეთნოკულტურული მრავალფეროვნების ისტორია საქართველოში;
- ეთნოკულტურული ჯგუფების ყოფა და კულტურა;
- ინტერჯგუფური ისტორიული და თანამედროვე კონტაქტები და პარალელები;
- რელიგიური მრავალფეროვნება;
- ჯგუფთაშორისი საკომუნიკაციო არხები.
კონფერენცია ღიაა ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებებში და მომიჯნავე დარგებში მოღვაწე, საქართველოში მიმდინარე ეთნოკულტურული და სოციალური პროცესების მკვლევრებისთვის.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო.
ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
მოხსენების ფორმა: ზეპირი მოხსენება.
რეგისტრაციის ფორმა ელექტრონული:
მნიშვნელოვანი თარიღები: რეგისტრაცია – 15 ივლისი – 20 სექტემბერი;
მიღებული თეზისების რეცენზირება – 5-20 სექტემბერი;
ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ 2019 წლის 5 ოქტომბრამდე;
მოხსენების სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა – 15 ოქტომბერი, 2019.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: ecdic@tsu.ge
ტელეფონი: (+995) 577 43 64 78 (საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორი - რუსუდან ასათიანი)